პრემიერის ინიცირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაში წალენჯიხის მერია ერთვება

პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ პროექტზე, რომელიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტი უერთდება. წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების და ააიპ-ების ხელმძღვანელებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიაწოდეს. დასაქმების მასშტაბური პროგრამა, რომელიც სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში აქამდე არ განხორციელებულა,...

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” გაიმართება

17-19 ივნისს წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" გაიმართება. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით.

წალენჯიხას ახალი ვიცე მერი ჰყავს

წალენჯიხას ახალი ვიცე მერი ჰყავს-ივანე ბურდული. ინფორმაციისთვის: ყოფილმა ვიცე მერმა ლაშა ზარქუამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გუშინ მოაწერა ხელი. ფოტო: ინტერნეტი

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა. მან წალენჯიხის მერს გიორგი ხარჩილავას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. მედიასთან საუბარში, ლაშა ზარქუა გადადგომის მიზეზად სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს. მისი თქმით, შექმნილ სიტუციაში პასუხისმგებლობას გრძნობს.

გამყოფი ხაზის მიმდებარედ აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან და სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ფახულანის, ლიის, ჭალისა და მუჟავას სკოლის მოსწავლეებს მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა და სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია....

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის კონკურსი გამოცხადდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის. უწყების ცნობით, სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის...

წალენჯიხაში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინორმაციით, ღონისძიების ფარგლებში,ხატვის წრისა და თექის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ასევე კონცერტი ფოლკლორული ანსამბლი "მამული"-სა და ვოკალური ანსამბლი"ნოტები"-ს მონაწილეობით გაიმართა.

ჭალესა და ფახულანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალესა და სოფელი ფახულანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7623 მეტრს შეადგენს და მისი ღირებულება 5 962 796 ლარია. ამ ეტაპზე დასრულებულია გრუნტის მოწყობის სამუშაოები, ასევე დასრულებულია სანიაღვრე არხების მოწყობა და მიმდინარეობს ასფალტის...

წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს. 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები, სხვადასხვა სახეობის ჯამში 22,95 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტისა (ფიცარი) და 3,8 კუბური მეტრი მოცულობის „ნაგვერდულის“ უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ....

წალენჯიხაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

დილიდან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კვირკველიების საგვარეულო კავშირმა მუზეუმს გრანელის ბიუსტი საჩუქრად გადასცა. დამსწრე საზოგადოებას და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მიმართეს,ისაუბრეს ტერენტისეულ პოეზიაზე და შემოქმედებაზე....