სამინისტრო: წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჩაატარებს კვლევას

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში არსებულ მდგომარეობას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუასთან, მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუს დელეგატ, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ილია ინჯიასთან და ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მღვდელმსახურ მამა ილია სარიასთან ერთად გაეცნო. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის გუმბათზე გასულ წელს მეხის დაცემის შედეგად დაზიანებულ...

წალენჯიხას, 24 ივნისს, ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდება

სს ენერგო-პრო ჯორჯია წალენჯიხის ფილიალის ცნობით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 24 ივნისს დღის 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტრო ენერგიის მიწოდება შეწყდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. ამავდროულად SOCAR გაზის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23-დან 26 ივნისის 14:00 საათამდე გაზმომარაგება შეიზღუდება. გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე. უშუქობიდან გამომდინარე, მერიის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო სამუშაოებს დღის...

სოფლებში ჯგალსა და ობუჯში ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯგალსა და ობუჯში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციკით, ორივე ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. უწყების ცნობით, ჯგალის და ობუჯის ახალი საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. "გარდა ამ...

რევაზ სოხაძე ჯგალში მოსახლეობას შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების მხრივ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სოფელში არსებული პრობლემები და ის ნაბიჯები, რომლებიც მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად...

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძესთან ერთად, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. აღნიშნული გზა არაერთი დასახლების მთავარი სატრანსპორტო მარშრუტია. 14 კმ-იანი გზის მონაკვეთიდან რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 7 კმ-ს, ხოლო დარჩენილი 7...

წალენჯიხას მხატვრები ეწვევიან

18, 19 და 20 ივნისს, წალენჯიხის არტ მეურნეობას მხატვრები ეწვევიან და ოთხი დღის განმავლობაში ხატვის მასტერკლასებს ჩაატარებენ. თემა იქნება: "წალენჯიხა-თავისუფლების კუნძული". მოწვეული მხატვრები იქნებიან: მამუკა ცუცქირიძე, დავით პოპიაშვილი, გოგი ხახუტაშვილი, მამი და ტყეშელეშვილი. მასტერკლასების დაწყებება 12:00 საათზე.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...

წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ჭიდაობის წრის მოსწავლეების წარმატება

სამტრედიაში, ჩატარდა ირაკლი ჯოჯუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2013-15წწ. 2010-12წწ. და 2008-09 წწ-ში დაბადეულ სპორტსმენთა შორის. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ჭიდაობის წრის მოსწავლეებმა. ცოტნე ფიფია (85 კგ)- პირველი ადგილი. ავთო შონია (52 კგ)- პირველი ადგილი. გიგი ქარდავა (85 კგ)-...

14-15 ივნისს, მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა –...

“ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრას პროგრამის კოორდინატორი თინიკო აბულაძე და ციფრული ელჩი რეგიონში ნინო გვაგვალია უძღვებოდნენ. შეხვედრის თემა გახლდათ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება წალენჯიხაში. აღინიშნა, რომ ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ...