საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში, არსებულ გრუნტოვან გზაზე ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაგურუში სამუშაოების დაწყების პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნანა კეკუასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ...

