წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამბულატორია ოთხი სოფლის მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სერვისებს ადგილზე მიაწვდის. მისი თქმით, ახალი ამბულატორიის ამოქმედებით გაიზრდება სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და გაძლიერდება რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. როგორც მინისტრმა...

