ფოტოკონკურსი „ქალაქი ჩემს ობიექტივში“ იწყება

„სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში ფოტოკონკურსი "ქალაქი ჩემს ობიექტივში“ იწყება. ​წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ახალგაზრდების თვალით დანახული ქალაქის ისტორიის, ყოველდღიურობისა და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა. გამარჯვებული გამოვლინდება ჟიურის შეფასებისა და მიღებული მოწონებების (like-ების) ერთობლივი ქულებით.