წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. “ამ დროისთვის მობილიზებულია ტექნიკა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში
უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა
ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაიით, სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა-საუბნო გზებს. უხვმა ნალექმა სანიაღვრე არხებში წყლის დონის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია...


