წალენჯიხაში უფასო სკრინინგული გამოკვლევები ჩატარდება

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შპს "ნიქოზის სამედიცინო ცენტრის“ მოძრავი მამოგრაფიული აპარატის (მამომობილის) საშუალებით, ჩატარდება უფასო სკრინინგული გამოკვლევები. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი კვლევები: ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ასაკის ქალებისთვის (მამოგრაფიული...