წალენჯიხაში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

წალენჯიხაში 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხდებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის. უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციურ კომპლექსში უნდა განთავსდეს დიდი და საბავშვო...

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-24 აპრილს იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხაში დასუფთავების აქცია გაიმართა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოც აქტიურად შეუერთდა. საკრებულოს თანამდებობის პირებმა, საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასევე დასუფთავდა სხვადასხვა ლოკაცია. აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურებისა და...