მეუფე გერასიმემ საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში

მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის ტრადიციისამებრ, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს ერთობლივი საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად. წირვის დასრულების შემდეგ, ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა,ტაძარში შეკრებილ მრევლს და მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.