წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი დაცული ტერიტორია “ეგრისის ეროვნული პარკი” შეიქმნება

წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია და კანონის ძალაში შესვლა 2027 წლისთვის იგეგმება.