14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. “9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,...

წალენჯიხაში სასაფლაოების და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, მიმდებარე ტერიტორიები იწმინდება ეკალ-ბარდებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. "დღეს, ქალაქ ჯვარში, ეწერში, მიქავასა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სახის...