ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეამ ჯვარელ ნორჩ შემოქმედებს უმასპინძლა. ერთდღიანი გამოფენა წარმოადგინა ქ. ჯვარის კულტურის სახლთან არსებულმა, სამხატვრო სტუდია ,,შემოქმედმა " და ჭალეს თემის პირველ საჯარო სკოლასთან არსებულმა სამხატვრო სტუდია ,,მუზამ". (სტუდიების ხელმძღვანელი: მანუჩარ ჩხაპელია).

