დავით ვერავამ მერებთან შეხვედრა გამართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს – რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საერთო კრებები...