წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა. "მოქალაქეებს, მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული, დაახლოებით, 7კუბურ მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) გადაჰქონდათ....