10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტო, 10-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში 10-11 მარტს მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი...

ბრიფინგი გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პირველი საქმე: ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქრთამის აღებისა და...