მერია – გზების გაწმენდითი სამუშაოები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დილიდან ინტენსიურად თოვს, გზების გაწმენდითი სამუშაოები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გზების გასაწმენდად მობილიზებულია 20 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. გზის გაწმენდით სამუშაოებს შეასრულებს როგორც მუნიციპალური, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკა. მოქალაქეთა საჭიროებებზე რეაგირების მიზნით ამოქმედდა ცხელი ხაზი: 599 64 70...