9 დეკემბრამდე მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში 6 დეკემბერს უნალექო...

მერია – ნოჟალას უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნოჟალას უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია ნოჟალაში იმყოფებოდნენ, სადაც შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. პროექტის განხორციელების შემდეგ, მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა აღმოიფხვრება. გამრიცხველიანების სამუშაოებიც ჩატარდება.

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ხორციელდება. "მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. არსებულ გზაზე გრუნტოვანი საფარი იყო, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილებას ართულებდა. მიმდინარე...

განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა. გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ 8 ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს. მინისტრმა უმთავრეს გამოწვევებად დაასახელა...

მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთაში თოვლი. 3 დეკემრიდან ისევ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში 2 და 4 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10,...