ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში 50 ბავშზე გათვლილი ბაღის მშენებლობა სრულდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სამზარეულო და სპორტული მოედანი. უწყების ცნობით, განახლებული შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება...
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. სააგენტოს ცნობით, 13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელი დიდთოვლობის,...


