წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფახულანი-ქალაღალის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი გზა 4 კილომეტრზე იგება. ინფორმაციისთვის: საგზაო სამუშაოები, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

