გიორგი კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დაინიშნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი კვარაცხელია დაინიშნა. გიორგი კვარაცხელია პროფესიით ფილოსოფოსია მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. გიორგი კვარაცხელიას სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწედ. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

11 ნოემბრამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შსახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა...