წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ცოტნე შონია აირჩიეს

დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა წალენჯიხის N68-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა მიქავამ გახსნა. სხდომას 30 წევრიდან 29 დაესწრო. დღევანდელ საკრებულოს სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი გონერ კვარაცხელია უძღვებოდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ფარული კენჭისყრით ცოტნე შონია აირჩიეს. მის კანდიდატურას 27-მა...

ჩვინარეს ხეობაში აღმოჩენილ ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩვინარეს ხეობაში აღმოჩენილ ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეების ნაეკლესიარს (სადაც არქეოლოგიური ექსპედიცია 2023–2024 წლებში ჩატარდა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა "მთის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრმა", რომლის ხელმძღვანელი არქეოლოგი, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი, თამარ გიორგაძე გახლავთ.