“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გადაეცა ციცი ჭანტურიას

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გადაეცა წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგს ციცი ჭანტურიას. ინფორმაციისთვის: განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა.