წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფრენბურთის გოგონათა გუნდის წარმატება

წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ინფორმაციით, წალენჯიხაში, ჩატარდა "თანამეგობრობის თასი 2025-2026" -ის მესამე და მეოთხე ტური, სადაც წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფრენბურთის გოგონათა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და პირველ ჯერზე ქობულეთის გუნდთან, შემდგომ კი ცაგერის გუნდთან მოახერხა დამაჯერებელი გამარჯვება. გუნდმა ორივე შეხვედრაში ჯამურად აიღო 6 ქულა. წალენჯიხა "ალტაირი" 2:0 ქობულეთი. წალენჯიხა "ალტაირი" 2:0 ცაგერი.