წალენჯიხაში პირველკლასელთა კვების ბარათების გაცემა იწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში, 15 ოქტომბერს, ოთხშაბათს, პირველკლასელთა კვების ბარათების გაცემა დაიწყება. "მშობლებს, რომლებსაც გყავთ დარეგისტრირებული პირველკლასელები, გთხოვთ მობრძანდეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში და მიიღოთ კვების ბარათი."-ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.