პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება. "უპრეცედენტო პროექტი წალენჯიხაში გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა. აღნიშნული პროექტი სასწავლო წლის დაწყებიდან გრძელდება და პროგრამაში ჩართულ ყველა პირველკლასელს ბარათები დაურიგდებათ. კვების დღიური თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს.ბარათის გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტში იქნება შესაძლებელი. პირველკლასელთა რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს: "მოსახლეობის საყურადღებოდ! ქალაქში უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო ნარჩენები, რომელსაც პირდაპირ სანაგვე ურნებში უდიერად ყრიან და არღვევენ კანონს. მიუხედავად მოსახლეობის არაერთგზის გაფრთხილებისა, პრობლემა ისევ სერიოზულია. სამშენებლო ნარჩენი უნდა განთავსდეს კონკრეტულ ლოკაციებზე. სამშენებლო მასალების (აგურის, ბლოკის, ცემენტისა თუ სხვა ნარჩენების) ჩაყრა სანაგვე ურნებში იწვევს პლასმასის კონტეინერების...

სექტემბრიდან ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა ვაკანსიაზე. იხილეთ ვაკანსიები: ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების სტაჟიორი; ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების სტაჟიორი; ეკონიმიკისა და ინფრასტრუქტურის...

3-4 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 1 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.  2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. პროფესიულ...