გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა...
პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება. "უპრეცედენტო პროექტი წალენჯიხაში გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა. აღნიშნული პროექტი სასწავლო წლის დაწყებიდან გრძელდება და პროგრამაში ჩართულ ყველა პირველკლასელს ბარათები დაურიგდებათ. კვების დღიური თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს.ბარათის გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტში იქნება შესაძლებელი. პირველკლასელთა რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ...