გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - სოფელ მუჟავაში ცირკული, სოფელ ლიაში კი - ქარხნულად დამზადებულ მისაბმელზე დამონტაჟებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარებია დალუქული. "ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა მოწყობილი მოქალაქეს...