2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი...