დღეს, 15 ივლისს, ქრისტიანული სამყარო, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს. დღეს, დილის ცხრა საათზე, დადიანების მუზეუმიდან სასულიერო პირებმა გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი, შემდეგ, რამდენიმე წუთით ის დაბრძანებულ იქნა ქალაქის ცენტრში აღმართულ ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან. შემდეგ კი, კვართი გადააბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და...
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო...
წალენჯიხის მერია: ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი!
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს. "ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული სახელმწიფო დემოკრატიული და დასავლური მომავლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მივიჩნევთ, რომ გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია: ჩვენ ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში...
5 ივლისს, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21...
წალენჯიხაში საზაფხულო ბაღებში სწავლა განახლდა
დღეს, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში საზაფხულო ბაღებში სწავლა განახლდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ბაღებში 100-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული.