წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი წალენჯიხელი, ჯგალელი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა შეეწირა. "მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს. დედით უკრაინელი და მამით ქართველი თავგანწირულ ბრძოლას შეეწირა. მშობლიურ მიწაზე, წალენჯიხაში მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ."-ნათქვამია განცხადებაში.