წალენჯიხაში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება მესამე წელია გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეიდან 60-მდე სტუდენტი სამუშაოს სხვადასხვა ა(ა)იპ-სა და მერიის სტრუქტურებში დაიწყებს მუშაობას. "ახალგაზრდებს შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წარმატებები უსურვეს. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი პროფესიის ფარგლებში, გაიარონ სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ, როგორც მომავალი პროფესიონალები....