წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯგალსა და ობუჯში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციკით, ორივე ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. უწყების ცნობით, ჯგალის და ობუჯის ახალი საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. "გარდა ამ...