14-15 ივნისს, მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა –...

“ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრას პროგრამის კოორდინატორი თინიკო აბულაძე და ციფრული ელჩი რეგიონში ნინო გვაგვალია უძღვებოდნენ. შეხვედრის თემა გახლდათ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება წალენჯიხაში. აღინიშნა, რომ ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ...