წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი წალენჯიხაში წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. პროექტის ღირებულება 25 მილიონი ლარია. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, უკვე შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, წყალმომარაგების 85 კმ ქსელის, სქურის მაგისტრალური მილსადენის, ზღვაიას უბნის...