გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერია: სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება გრძელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება გრძელდება. პროგრამაში ჩართვის მსურველმა სტუდენტებმა, უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები: •შევსებული განაცხადი; •პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; •ცნობა სასწავლებლიდან,სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ; •საბანკო რეკვიზიტები; პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ სტუდენტებს : •სოციალურად დაუცველები; •სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახიდან(ოთხი და მეტი შვილი); •მზრუნველობამოკლებული(დედით და მამით...