31 მაისის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

წალენჯიხაში დასუფთავების აქცია გაიმართა

დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა. დასუფთავების აქციის ფარგლებში პოლოეთილენის ბოთლების, პარკებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა ტერიტორიები.

წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, სამართალდარღვევები გამოვლენილია აჭარაში – ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, სამეგრელოში – ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, იმერეთში – წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, შიდა ქართლში – ხაშურის მუნიციპალიტეტში, კახეთში...

წალენჯიხაში დასუფთავების აქცია გაიმართება

29 მაისს, წალენჯიხაში, დასუფთავების აქცია გაიმართება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: • წალენჯიხის მერიის თანამშრომლები; • მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები; • მერიას დაქვემდებარებული ა(ა)პების თანამშრომლები; • ადგილობრივი ახალგაზრდები. "ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და გავხადოთ ის უფრო სუფთა და მიმზიდველი"-აღნიშნულია ინფორმაციაში.

26 მაისი წალენჯიხაში

წალენჯიხაში, 26 მაისის აღსანიშნავად, სხვადასხვა სახის ღონისძიება მოეწყო. მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა სემინარი თემაზე-26 მაისი. ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში კონცერტი გაიმართა სხვადასხვა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით. გუგე ცანავას სახელობის პარკში კი ვიოლინოს ჰანგებზე ნახატების, სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშებისა და ყვავილების გამოფენა მოეწყო. ფოტო: წალენჯიხის მერია

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა წალენჯიხაში

26 მაისის აღსანიშნავად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. იხილეთ ღონისძიებების პროგრამა: 11:00 სთ. მთავარ ბიბლიოთეკა- სემინარი თემაზე-26 მაისი; ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მუსიკალური და სპორტული აქტივობები; მოეწყობა ნახატებისა და სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშებისა და ყვავილების გამოფენები; 13:00 სთ. ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში კონცერტი...

სიახლე ზუგდიდში – გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”

ზუგდიდში გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”. პაციენტებს, ადგილზე თურქი ექიმები მოემსახურებათ. ადგილზევე ხელმისაწვდომ ფასში, შეგიძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები. კლინიკაში მუშაობენ კვალიფიციური ქართველი და თურქი ექიმ – ლაბორანტები. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ჩაიტარეთ კვლევები დროულად, ჯანმრთელობა, ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თურქული “მედიცინის სახლი” წარმოადგენს მრავალპროფილურ სამკურნალო – დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დანერგილია საერთაშორისო...

24 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.  განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. „ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში...

წალენჯიხაში საინფორმაციო შეხვედრა სააგენტოს პროგრამების შესახებ გაიმართება

23 მაისს, 12 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ, "აწარმოე საქართველოში" სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით, მერიის სააქტო დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა სააგენტოს პროგრამების შესახებ გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს.