წალენჯიხაში, სასარიოს უბანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მძლავრი ტუმბოს მონტაჟი მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასარიოს უბანში ამ სისტემით 50-მდე ოჯახი სასმელი წყლით მარაგდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 ახალი წყალსატუმბი შეიცვალა.