წალენჯიხაში ხანძარი ლიკვიდირებულია

წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ყველა ლოკაციაზე ლოკალიზებული და ლიკვიდირებულია. "მადლობა სახანძრო სამსახურს და ყველას ვინც ამ დრომდე, ჩართული იყო ცეცხლის ჩაქრობაში. მოსახლეობას კი კვლავ მივმართავთ: ნუ დატოვებთ უკონტროლოდ ცეცხლს, ის იწვევს ხანძარს!"-წერს თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს: "წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე საგაზაფხულო/საველე სამუშაოების პარალელურად, გაზრდილია ხანძრების გაჩენისა და გავრცელების რისკები, რომელიც საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს, კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აგრარულ მეურნეობას, ასევე ტყის მასივებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ამ წუთებში ხანძარია სოფელ ეწერში, ადგილზე გამოძახებულია სახანძრო ჯგუფი. მოსახლეობისთვის კარგადაა...