წალენჯიხის “იუვენტუსის” ბავშვთა აკადემიის გუნდის წარმატება

წალენჯიხის იუვენტუსი ტურინში (იტალია) ბრიტანეთის გუნდს შეხვდა და 12:1 მოიგო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოს, წალენჯიხის იუვენტუსი ლოს ანჯელესს შეხვდება. ინფორმაციისთვის: წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემია ოფიციალურად 30 მაისს გაიხსნა. გახსნას ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დევიდ ტრეზეგე ესწრებოდა.

ლევან II დადიანის აკლდამის გარშემო მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიწყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში განთავსებული სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის, განსასვენებელი აკლდამის ქვის რესტავრაცია. სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე სამარხი გასუფთავდა მიწისგან, ასევე, ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან, გაიწმინდა აკლდამაში არსებული, ჩუქურთმით დამშვენებული, მარმარილოს დამტვრეული ქვა. განხორციელდა აკლდამის 3D სკანირება,...