პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...