წალენჯიხაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება გააპროტესტეს

დღეს, წალენჯიხაში, ტერენტი გრანელის პარკში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეები, სკანდირებდნენ: „საქართველო! არა რუსულ კანონს!“ ინფორმაციისთვის: პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.