ჯვარში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” შეხვედრა გაიმართა

დღეს, ჯვარში, გაიმართა შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". შეხვედრის მოდერატორი იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული. მან კანონის არსზე ისაუბრა და განიხილა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ საქმეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.