წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ტაეკვონდოს ცენტრის მოსწავლეების წარმატება

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის ინიციატივით, 11-14 აპრილს ქ. ქუთაისში ჩატარდა "იმერეთის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმატებით იასპარეზეს წალენჯიხის ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის ტაეკვონდოს ცენტრის მოსწავლეებმა. ლიზი ბობოხიამ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული (59კგ.წ კატეგორიაში). დათო ბელქანიამ მესამე ადგილი დაიკავა (58 კგ.წ. კატეგორიაში).