წალენჯიხაში ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

დღეს, წალენჯიხაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში ბავშვები უფასო თერაპიის კურსებს გაივლიან. ამ ეტაპზე, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში 20-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო პირობებია შექმნილი ბენეფიციარების სპეცკურსების გასავლელად. ინფორმაციისთვის: 2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება აღინიშნება. ეს თარიღი...