წალენჯიხაში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრში იგეგმება მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის მშენებლობის მიზანია ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინება და მათთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტში.