წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

წალენჯიხაში, სტადიონთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, სატვირტო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონთან, სადაც თამაში მიმდინარეობდა, აღმართულ კედელს დაეჯახა. მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა.