სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრისას მოსახლეობამ უბნების მიხედვით, მათთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები დაასახელა. "წელს, ამ პროგრამის ფარგლებში პალურის მოსახლეობამ პრიორიტეტად სანიაღვრე არხების მოწყობა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა. ლიის მოსახლეობამ გადაწყვიტა მე-5 ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება, წისქვილის რეაბილიტაცია, ჭაბურღილის მოწყობა,წყლის მილების შეძენა,...