სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ. მერიის შესაბამისი სამსახურები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა უბანში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან. სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას,რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება მიიღოს. მოსახლეობას აქტიურ დახმარებას უწევენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები. ინფორმაციისთვის: ძლიერი...

გუბერნატორი: რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი მიაყენა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები ეცნობიან. „ძლიერი ქარის...

მერია: სტიქიის შედეგად, დაზიანდა 25-მდე საცხოვრებელი სახლი

წალენჯიხაში, სტიქიის შედეგად, პირველადი მონაცემებით, დაზიანდა 25-მდე საცხოვრებელი სახლი ფახულანში, საჩინოში, ნაკიფუსა და ქალაქის შიდა უბნებში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეფერხებები იყო ცენტრალურ საავტომობილო გზებზე, ხეებმა ჩახერგა გზის სავალი ნაწილი. მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები და ამ ეტაპზე გზებზე მოძრაობა აღდგენილია. სტიქიამ დააზიანა ელექტრო...

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი გრიგალის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მოგლეჯილია ხეები. უწყების ცნობით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლის სახურავი სტიქიამ სრულად გადახსნა. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა.