საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო...

ლიაში, ნინო ქოქოსაძის სახლს ხანძარი გაუჩნდა

ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ნინო ქოქოსაძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამწვარია 1 ოთახი, ხანძარი ლიკვიდირებულია. "ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაზარალებულს დახმარებას მუნიციპალიტეტის მერია კანონის ფარგლებში გაუწევს."-ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.