წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში მცირე მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი გახლდათ ურთიერთთანამშრომლობა, წინადადებებისა და შენიშვნების გაზიარება და სამომავლოდ მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა,დახმრება და ბიუჯეტირების პროცესში მეწარმეთა ჩართულობა.
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე,...